,,შეხვედრა ცალ-ცალკე იყო. ანუ სამუშაო ჯგუფები ცალკე ვსაუბრობდით, პრეზიდენტი და პრემიერობის კანდიდატი ცალკე საუბრობდნენ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატმა ივანიშვილია და სააკაშვილის შეხვედრის კომენტირებისას.
,,შეხვედრა ცალ-ცალკე იყო. ანუ სამუშაო ჯგუფები ცალკე ვსაუბრობდით, პრეზიდენტი და პრემიერობის კანდიდატი ცალკე საუბრობდნენ. განცხადებები, რომელიც ამ ეტაპზე გაკეთდა სრულიად საკმარისია და მომავალშიც თუ საჭიროდ ჩათვლიან უფრო მეტს დეტალს თვითონ გამოიტანენ", _ განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრას ,,ქართული ოცნების" მხრიდან ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, დავით უსუფაშვილი და სოზარ სუბარი ესწრებოდნენ, ხოლო ,,ნაციონალურ მოძრაობას" გიგა ბოკერია, პავლე კუბლაშვილი, დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა წარმოადგენდნენ.