,,დღეს იყო ძალიან ნაყოფიერი კონსტრუქციული შეხვედრა ისეთი, როგორიც ქართველ ხალხს ეკადრება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან შს მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
შეხვედრას ,,ქართული ოცნების" მხრიდან ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, დავით უსუფაშვილი და სოზარ სუბარი ესწრებოდნენ, ხოლო ,,ნაციონალურ მოძრაობას" გიგა ბოკერია, პავლე კუბლაშვილი, დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა წარმოადგენდნენ.