ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატსა და მოქმედ მინისტრს შორის კონტაქტი შედგა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ის პირადად ტელეფონით ესაუბრა ზურაბ ჭიაბერაშვილს და გუშინვე შეხვდა ჯანდაცვის მინისტრის ყველა მოადგილეს.
"მოვილაპარაკეთ პროცესზე თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად. პრიორიტეტები გაცხადებულია იმ პროგრამაში, რომელიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ დადო. სწორედ ეს გახლავთ ჩარჩო, საიდანაც უნდა შევადგინოთ სამომავლო გეგმების ნუსხა"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.