,,ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა სწორი გადაწყვეტილება იყო", _ განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის კომენტირებისას.
,,ბიძინა ივანიშვილისა და მეორე მხარის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ეს შეხვედრა შედგა. დანარჩენზე თვითონ ისაუბრებს ბიძინა ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა", _განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.