"სახალხო კრება" მუდამ ხალხის სამსახურში იდგება", - განაცხადა "სახალხო კრების" აღმასრულებელი თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა სახალხო კრების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ყველა ველოდებით, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დიდი ცვლილებები დაიწყება. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ციხეში უკანონოდ ზის, ისინი ჩვენს თვალში გმირები არიან. მე დავესწარი რამდენიმე მათგანის სასამართლოს და ეს იყო იმდენად აბსურდული, რომ ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია", - განაცხადა გაფრინდაშვილმა და დასძინა, რომ "სახალხო კრება" მუდამ იდგა და იდგება ხალხის სამსახურში.