ტელეკომპანია "რეალ TV"- ის საინფორმაციო სამსახურში მუშაობას წყვეტს. როგორც ტელეკომპანიის თანამშრომლები განმარტავენ, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური მუშაობას დროებით, ფინანსების მოძიებამდე, წყვეტს.
თანამშრომელთა განმარტებით, ამ დროისათვის ტელეკომპანიის ადმინისტრაციას თანამშრომელთა დავალიანება არ გააჩნია, თუმცა თუ როდის მოხერხდება ფინანსების მოძიება და როდის გავა ეთერში "რეალ TV"- ის საინფორმაციო სამსახური ამ დროისათვის უცნობია.