რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტროში აუდიტის სამსახურიც შევიდეს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, კახი კალაძის წარმომადგენელი სამინისტროში არსებული ვითარების გასაცნობად დღეიდან იწყებს.
"შეხვედრა იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ გავეცნოთ რა მდგომარეობაა სამინისტროში. არ არის გამორიცხული რომ აუდიტის სამსახურიც შევიდეს, რათა ძირფესვიანად გავიგოთ თუ რა სიტუაციაა სამინისტროში", - აცხადებს კახი კალაძე.
კალაძე აცხადებს, რეგიონალური პროექტების გაგრძელდება, თუმცა მიმდინაზრე პროექტები აუცილ;ებლად გადაიხედება და ამის შემდეგ გადაწყდება, თუ კონკრეტულად რომელი პროექტების რეალიზაცია მოხდება.