,,გიორგი კალანდაძის დამსახურება ის არის, რომ ნინო კალანდაძის ძმა არის", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა მამუკა არეშიძემ გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძის დაინიშვნის კომენტირებისას.
როგორც ჟურნალისტებთან არეშიძემ განაცხადა გიორგი კალანდაძის დანიშვნა გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ის საქართველოს საგარეო საქმეთა მანისტრის მოადგილის ძმაა.
,,გიორგი კალანდაძე არის პატრა ბიჭი 32 წლისაა და დიდი დამსახურება არ ვიცი რა შეიძლება ჰქონდეს. ერთადერთი დამსახურება ის არის, რომ ნინო კალანდაძის ძმა არის. მის დანიშვნას რაც შეხება ერთგვარი დემონსტრაციას ჰგავს, რომ კიდევ რაღაც გააკეთონ. ათ დღეში მივა იქ ირაკლი ალასანია, რომელიც ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად შეცვლის", _ განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე დაინიშნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დღემდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბს გიორგი კალანდაძის დანიშვნამდე დევი ჭანკოტაძე მეთაურობდა.