ჩვენს შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ეს არის ისტორიული პროცესი, პირველად ამ რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცის ამ ნაწილში, ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების, მშვიდობიანად დემკრატიულ ფარგლებში გადაცემა. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით მომავალში - ჩვენ ვცემთ პატივს ქართველი ერის არჩევანს. ქართველი ხალხი არის ის უზენაესი მოქმედი პირი ქვეყანაში, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენ შორის, რჩევა ფუნდამენტური განსხვავები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე. ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, მე როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, ვუზრუნველყოფ, რომ გადასვლა მთავრობის ფუნქციებს შორის მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მოხდეს ისე როგორც არასდროს მომხდარა საქართველოს ისტორიაში. მოხდეს ქართველი ხალხის ინტერესების სრული გათვალისწინებით. მოხდეს პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოებში შენარჩუნების სრული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია. მვაღწიოთ იმას, რომ თავისუფალი არჩევნები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდეს, რომ დემოკრატია საქართველოში პირიქით გაძლიერდეს და საშუალება იქნეს მისი განვითარების და ქართველ ხალხს შეექმნას უკეთესი პერპექტივები. მე როგორც პრეზიდენტი და ჩვენ ყველანი ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქართველი ხალხის ინტერესები იყოს დაცული. ეს იყო ის რაც მე მამოძრავებდა ეს იქნება ის, რაც მე მამოძრავებს მომავალ თვეებში ჩემს და ყველა ჩემი თანამებრძოლის მოღვაწეობაში", - განაცხადა სააკაშვილმა.