ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა იყო იმ ჯანსაღი პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მან და მისმა გუნდმა შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში.
"მე და ჩემმა გუნდა მოვახერხეთ და შევქმენით პრეცედნეტი,, საქართველოში პირველად დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლისა. ეს საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად მოიხსენიება. ის, რომ მოვახერხეთ მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირს ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსეულად ვპასუხობდით, სწორედ ეს გახლდათ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზი. ჩვენ, ჩვენს ოპონენტებს ვაცხადებდით და ვაცხადებთ დღესაც - მოვექცევით არა ისე როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი კულტურა. ეს გახლდათ ჩვენი დღედვანდელი შეხვედრის მიზეზიც", - განაცხადა ივანიშვილმა. .