ქრისტიან-დემორზატების ლიდერი გიორგი თარგამაძე გაერთიენებული სამეფოს მინისტრს ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ქალაქ ბირმინგემში ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყრილობის ფარგლებში გაიმართა ასევე ესწრებოდა ქრისტიან დემოკრატების საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული ვითარება და არჩევნების შედეგად ხელისუფელბის მშვიდობიანი ცვლილება იყო.
"ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა საქართველოსთვის, ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში პირველად ხდება ხელისუფელების ცვილება არჩევნების გზით. საქართველომ უმნიშვენლოვანესი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული განივთარებისა და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისკენ. ამ პროცესის კიდევ უფრო გაღმავება ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ აღნიშნული მიზნისთვის, მიუხედავად არჩევნებში მიღებული არასასურველი შედეგისა. მიგვაჩნია, რომ საქართველში სწორედ ახლა იწყება ნამდვილი კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის, სადაც ქრისტიან-დემოკრატული მოძრობას, როგორც ჭეშმარიტად დასავლურ და მემარჯვენე-ცენტრისტულ ღირებულებებზე ორიენტირებულ პარტიას დიდი მომავალი აქვს" - განაცხდა გიორგი თარგამაძემ.
დავიდ ლიდინგტონის თქმით, კი ევროპული საზოგაოდება და კონკრეტულად გაერთინაებული სამეფო იმედოვნებს, რომ საქართველო ერთმნიშნველოვნად გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზას.
შეხვედრის მონაწილეებმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიასა და საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას შორის პარტიული თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და 2013 წლის ერთობლივი პროექტები დაგეგმეს.
ქრისტიან დემოკრატული მოძრაობის ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი რუხაძე ქალაქ ბირმინგემში, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მიწვევით იმყოფებიან. კონსერვატიული პარტიის ყრილობის ფარგლებში ისინი უკვე შეხვდენენ ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრები გაერთაინებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტის წევრებთანაც. ქრისტიან დემოკრატული მოძრაობის ლიდერები საქართველოში 11 ოქტომბერს დაბრუნდებიან.