რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მოსწონს სანქტ-პეტერბურგის ახალი მეტროსადგურის სახელწოდება. რუსული მედიის ინფორმაციით, საუბარია მეტროსადგურზე სახელწოდებით "ბუხარესტსკაია" რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში კუპჩინოს რაიონში უნდა გაიხსნას.
რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას წერს, რომ ბუქარესტი რუმინეთის დედაქალაქია, - "ხოლო ეს ის სახელმწიფოა, რომელსაც - მეგობრულ სახელმწიფოს - ვერ უწოდებ და მასთან ურთიერთობები გაყინულია. ასეთი დასკვნა არის გაკეთებული წერილში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სმოლნში გააგზავნა.
ამავე წერილში ნათქვამია, რომ რუმინეთი მხარს უჭერს ნატოს. ეს ფაქტორები კი დიპლომატების აზრით საკმარისია იმისათვის, რომ მეტროსადგურს სახელი გამოუცვალონ", _ წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ ამგვარი შემთხვევა პეტერბურგის ტოპონიმიკური კომისიის მუშაობაში ჩარევისა ჯერ არ ყოფილა.
აღსანიშნავია რომ პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორმა კომისიის წევრებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ანდრეი დენისოვის წერილი წაუკითხა, რომელშიც უწყების პოზიციაა გამოთქმული და ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ რუმინეთი პოზიციაა აშშ-ს "პრო"-ს სისტემის მათ ტერიტორიაზე განთავსება, პოსტსბჭოთა სივრცეში კი მისი დესტრუქციული აქტიურობა და საქართველოოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭრა.