კოალიცია "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მივიდა.
ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარტო, თანაგუნდელების გარეშე მივიდა. დაწყებამდე პრესისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.
1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პირველი შეხვედრა.