საქართველოს ექს-საგარეო მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "Facebook"-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ "ცხრა ოცნებაში" სხვადასხვა მინისტრებს მიმართავს, მეათე ოცნება კი პრემიერისადმია მიმართული.
"პრემიერ-მინისტრს - და ყველაზე საყურადღებო: საქართველოს დავუბრუნოთ თვისი სახე შელახული და დამახინჯებული... ქვეყანა ტოლერანტობის წარმოაჩინეს როგორც ქვეყანა, სადაც ეკლესიების კარს ანგრევენ და უმცირესობებს ავიწროებენ. ქვეყანა, რუსთველის და სიყვარულის მსოფლიოს აჩვენეს, როგორც ქვეყანა წამების და უსაზიზღრეს საქციელების. ქვეყანა განათლების და პოეზიის მსოფლიო კულტურიდან გააქრეს, ქვეყანა მასპინძლობის და მეზობლობის მეზობლებს გადაამტერეს და სტუმრების მსახურად გადააქციეს... ამ ოცნებას ერთ დღეში რომ ვერ აღვისრულებთ, ეს მეც ვიცი. მისი აღსრულება ალბათ, სკოლებიდან უნდა დაიწყოს... განათლების სისტემიდან, რომელიც გვინდა თანამედროვე, მაგრამ ჩვენი და ჩვენ ხასიათზე გათვლილი და არა ვიღაცისგან გადმოტანილი.... და სახლში შეძენილი ზრდილობიდან უნდა დაიწყოს...", - წერს ზურაბიშვილი.
პრემიერს რადგანც მივმართავ, კიდევ ერთი ოცნება მექნება: ამ ქვეყანას ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოება ეღირსოს. ანუ საზღვრები დადგენილი და დაცული, სახელმწიფო ინსტიტუტები ხალხის ნდობას რომ იმსახურებენ და არა მიკერძოებულნი, პოლიცია და ჯარი ქვეყანას რო ემსახურება და არც მიშა მიშას არ იყვირებს და არც ბიძინას, ქვეყანა ნორმალური'.... და რაც ალბათ, ყველაზე დიდი საქმეა სიძულვილის აღმოფხვრა საზოგადოებიდან. წინააღმდეგ შემხვევაში, დავიხჩვებით და ვერ ამოვწევთ თავს... თუ რამე იარაღი დაიტოვეს და შეიძლება მისი ამოქმედება შესძლონ, ეს არის სიძულვილი და ყველაზე საშიში", - წერს ზურაბიშვილი.
"და მართლა ოცნებაში რომ ჩამეთვალოს, შეიძლება პრემიერის პოსტიდან თქვენი წასვლისას ისევ ვიფიქროთ (ვიფიქროთ ვთქვი და არა მომხრე ვარო), თუ საქართველოს მონარქიული წყობა უფრო არ მოუხდებოდა თავისი დამაწყნარებელ და შემწყნარებელი თვისებებით... ვიფიქროთ, სხვა არ მითქვამს და კანდიდატი არა მყავს... ეს ბოლო ოცნება კი ის არის, რაც ოცნება უნდა იყოს, ანუ შორეული და ვით მიუწვდომელი ... ყველა დანარჩენი ოცნება კი სასწრაფოდ მისახედია!", - წერს ზურაბიშვილი.