სარემონტო სამუშაოს გამო, 9 ოქტომბერს, 10 საათიდან 18 საათამდე, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის "დ", III და X კვარტლების, ქინძმარაულის და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ქეთევან წამებულის, ტბელ აბუსერიძის, სახალხოს, გუდარეხის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ჯავის, მოლოკოვის, გვაზაურის, ღრმაღელის, ლაითურის, კლდეკარის, ლამისყანის, სუვოროვის, წერონისის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება საადის, ბეთლემის, ორპირის, სამღებროს, სალმის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება სამხედრო გზატკეცილის მე-9 და მე-10 კილომეტრების, ლუბლიანას, ჭიაურელის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.