საქართველო საფელდიეგერო კავშირს ტოვებს. საქართველოს პრეზიდენტის №922 ბრძანებულებით, ქვეყანა სამთავრობათაშორისო საფელდიეგერო კავშირთან ურთიერთობას წყვეტს.
"შეწყდეს საქართველოს მიმართ „სამთავრობათაშორისო საფელდიეგერო კავშირის შესახებ" 1993 წლის 22 იანვრის შეთანხმების მოქმედება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინოს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე"- ნათქვამია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებაში.
როგორც ირკვევა, 1993 წლის 22 იანვრის მინსკში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელ სახელმწოფოთა თანამეგობრობის ფარგლებში საქართველო სამთავრობათაშორისო საფელდიეგერო კავშირს შეუერთდა.
საფელდიეგერო მომსახურება - განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო კორესპონდენციების ან/და ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდების, ნივთების ან/და ტვირთების დანიშნულების ადგილზე, ადრესატისთვის(მიმღებისათვის) დადგენილი მარშრუტებითა და წესით უსაფრთხოდ და ოპერატიულად მიტანა, გადატანა, გადაზიდვა და ჩაბარება;"