პირველი პრინციპი მთავრობის დაკომპლექტებაში ის იყო, რომ დაებალანსებინათ კოალიციაში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესები", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაზიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობის კომენტირებისას.
"ამ თვალსაზრისით, სიტუაციას თუ შევხედავთ, საკმაოდ დაბალანსებულია და ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესებია გათვალისწინებული", - განაცხადა ლაგაზიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გუნდურად მუშაობის პრინციპი "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია.
"დღემდე, როცა მეორე მხარეს დგას ისეთი მოწინააღმდეგე, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა", ბალანსისა და გუნდურობის პრინციპი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მინისტრობის კანდიდატების გამოცდილებას რაც შეეხება, ნაწილი მათგანი გამოცდილია და მათ კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება, ნაწილი გამოუცდელია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, იგივე შს მინისტრობის კანდიდატი წლების განმავლობაში კარგი მენეჯერი იყო. თუმცა როგორი იქნება ახალ პოსტზე, ამას ჯერ ვერავინ იტყვის", - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისი განცხადებით, "ქართულ ოცნებას" სპეციფიკურ პირობებში უწევს მუშაობა.
"ქართულ ოცნებას" ხელისუფლების გადაბარება სპეციფიკურ პირობებში უწევს და ორხელისუფლებიანობის პირობებში, სამტროდ განწყობილი ოპოზიციის ფონზე მოუწევს მოღვაწეობა. ამ სპეციფიკის გათავალისწინებით, ახალი მთავრობის შემადგენლობის მიერ გასავლელი გზა ძალიან რთული იქნება", - განაცხადა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგელობა დაასახელა.