მეორე შეხვედრამაც საკმაოდ საქმიან ვითარებაში ჩაიარა. ამის შესახებ სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
"პირველი შეხვედრის მსგავსად მეორე შეხვედრამაც საკმაოდ საქმიან ვითარებაში ჩაიარა. დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ გადაბარების პროცესი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე წარიმართოს სწორედ. დღეს გამოცხადდა მინისტრთა მომავალი კაბინეტის შემადგენლობა, შესაბამისად დღეს მოქმედი სტრუქტურების ხელმძღვანელებსა და წარდგენილ კანდიდატებს შორის შედგება კომუნიკაცია მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იმისთვის, რომ მომავალ მთავრობას ქონდეს წარმოდგენა იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. რაც მნიშვნელოვანია რომ მუშაობის შესაძლებლობა ახალ მთავრობას ქონდეს უკვე მიმდინარე პროცესებზე", - აღნიშნა ბოკერიამ.