ყველაფერი იქნება კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაციონალლური მოძრაობის სის პირველლმა ნომერმა დავით ბაქაძემ განაცხადა.
"ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ამ პროცესის ფარგლებში, ყველაფერი იქნება კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. ქვეყანას ეყოლება ახალი საპარლამენტო უმრავლესობა და ახალი მთავრობა თავისი ყველა შესაბამისი ფუნქციით. გარდა ამისა ქვეყანაში დარჩება ის ინსტიტუციები, რომელიც მოქმედებს და რომელზედაც უშუალო გავლენა არ ქონია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ეს შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს, ეს შეეხება იმ თანამდებობის პირებსაც, რომელსაც ნიშნავს და ანთავისუფლებს პრეზიდენტი. ეს შეეხება ადგილობრივ თვითმართველობასაც. ამიტომ ყველაფერიო იქნება კონსტიტუციის ფარგლებში" , - განაცხადა ბაქაძემ.
მასალის გამოყენების პირობები