როდესაც მოვა ახალი მთავრობა ზუსტად უნდა ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე და რა პრობლემებს ვეჯახებით. ამის შესახებ სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა განაცხადა.
"დღეიდან დაიწყება პროცესი. დღეიდან შედგება პირველი სატელეფონო კავშირი, რასაც მოყვება შესვლა, გაცნობა. აქ საუბარია მხოლოდ გაცნობაზე, როდესაც მივა ახალი მთავრობა ზუსტად ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე და რა პრობლემებს ვეჯახებით. შესაბამისად არ არის საუბარი ჩანაცვალებაზე და გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევაზე", - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, მთავრობა, რომელიც დღესაა იქნება პასუხისმგებელი ყველაფერზე ვიდრე ახალი მთავრობის დამტკიცება არ მოხდება.
"თუ ვინ შევა სამინისტროში გასაცნობად ამაზე სია უკვე გადავეცით ზოგ შემთხბებაშია მინისტრობის კანდიდატები, ზოგ შემთხვევაშუი კი მათი წარმომადგენლები. ვისაუბრეთ ასევე ადმინისტრაციული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე, რისი პროცესიც თითქმის ბოლომდეა მისული. იყო კიდევ ბევრ თემებზეა საუბარი", - განაცხადა სუბარმა.