"ქართულ ოცნებასა" და ,,ნაციონალურ მოძრაობას" კარდინალური განსხვავებები გავქვს", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა, რომელმაც მინისტრობის კანდიდატების შეფასებისგან თავი შეიკავა.
"ზოგადად ამ გუნდზე, მათ ღირებულებებზე და იმ პოლიტიკაზე, რომელიც წინასწარ დაანონსებულია ჩვენი წარმოდგენა იცით და კარდინალური განსხვავებები გავქვს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. შესაბამისად ეს წინააღმდეგობები პოლიტიკურ და ცივილურ ფარგლებში გაგრძელდება. უშუალოდ პერსონებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არ ვაპირებთ იმ სტილით მუშაობას, როცა ყველა გადაწყვეტილებას წინასწარ აკრიტიკებ. Eექსპეპერტები, ჟურნალისტები საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას პერსონებს შესახებ", _ განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგელობა დაასახელა.