ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრო ავღანეთიდან ქართული შეიარაღებული ძალების გამოყვანის გეგმას ძალიან სწრაფად შეიმუშავებს, - ამის შესახებ განცხადება, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
"ავღანეთში ჩვენი შეიარაღებული ძალები დარჩება მანამდე ვიდრე მისია არ იქნება შესრულებული. და ბუნებრივია ძალიან სწრაფად დავიწყებთ დაგეგმარებას თუ როდის რა ვადებში იქნება გამოყვანილი ჩვენი ძალები ავღანეთიდან, მაგრამ იქნებიან მანამდე ვიდრე არ შესრულდება მისია"- განაცხადა ალასანიამ.