რესპოდენტის შესახებ
"ნომერ პირველი გეგმა იქნება, როგორმე დავწერო პირველი 100 დღის გეგმა, თუ რას ვაკეთებთ სამომავლოდ. მინდა გითხრათ, რომ სამინისტროს თანამშრომელთა უმეტესობა საკუთარ თანამდებობებს შეინარჩუნებენ. იცით, რომ ეს სფერო ჩემთვის უცხო არ არის და უმრავლესობა თანამშრომლებისა თავიანთ პოსტებს შეინარჩუნებენ".
- როგორც აფასებთ განხორციელებულ ჯანდაცვის რეფორმას. ხომ არ აპირებთ კორექტივების შეტანას და რაიმეს შეცვლას?
- მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა გადადგმულია გაუთვლელი ნაბიჯებიც.
- უფრო კონკრეტულად რა გაუთვლელ ნაბიჯებზე საუბრობთ?
- იმას რასაც არ ვეთანხმებოდი და ამის შესახებ განმიცხადებია კიდეც არის ის, რომ არ ვეთანხმები საავადმყოფოების მასიურ პრივატიზაციას, ყველაფრის 100 %-იან პრივატიზაციას. მე მომხრე ვარ დაბალანსებული ურთიერთობისა საზოგადოებრივ, ანუ სახელმწოფოებრივ და პრივატულ სექტორს შორის. ხაზს ვუსვავ, რომ მე არ ვარ წინააღმდეგი პრივატული სექტორის. პირიქით, ეს არის განვითარების მამოძრავებელი ძალა ჯანმრთელობის სექტორში, მაგრამ ყოველთვის უნდა ყოველთვის დაცული უნდა იყოს ბალანსი, სახელმწიფოსა და პრივატულ სექტორს შორის.
- ანუ თქვენი პოზიციიდან გამომდინარე, იმ ინვერტორებმა, რომელთაც ვალდებულებები დროულად ვერ შეასრულეს, შესაძლოა მასთან კონტრაქტი გადაიხედოს და გარკვეულწილად კორექტივები შევიდეს?
- ამას წინასწარ ვერ გეტყვით. რათქმა უნდა მე ჯერ შიდა სამზარეულოში კარგად ჩახედული არ ვარ. პირველი ორი კვირა სწორედ, რომ ყველაფერში გარკვევას მოვუნდები.
- რაც შეხება დაზღვევას, დაზღვევის სექტორში გატარებული რეფორმები მაინც თუ მოგწონთ და როგორია ამ მიმართულებით თქვენი ხედვა?
- ამ მიმართულებით სექტორი კიდევ უფრო მეტად განვიტარდება, რადგანაც ეს არის ქვეყნის მომავალი. ეს არის ჯანდაცვის ერთ-ერთი საბაზისო ქვაკუთხედი. ამიტომ ჯანდაცვა, როგორც სახელმწიფო, ანუ სავალდებულო ისევე როგორც ნებაყოფლობითი ქვეყანაში განვითარდება.
- კურსი ამ მიმართებით შერჩეული არ არის?
- მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქვეყანაში ჯანდაცვა კიდევ უფრო განვითარდება, თუმცა რა კუთხით ეს ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.
- რაც შეეხება პენსიების ზრდას, გეგმა რაც იყო უკვე გაცხადებული ისევ ძალაში რჩება თუ კიდევ უფრო წინ წავალთ და ზრდა უფრო მარალი დონის იქნება?
- აუცილიებლად გაგრძელდება. ეს წერია საპროგრამო დოკუმენტში, ამას შეპირდა კოალიცია "ქართული ოცნება" მოსახლეობას, და ქვეყანაში პენსიის ზრდა აუცილებლად საარსებო მინიმუმამდე იქნება.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე