ინგა გრიგოლია თბილისის საკრებულოდანაც მიდის. ოფიციალური განცხადებით, გრიგოლია საკრებულოს თავმჯდომარეს , ზაალ სამადაშვილს დღეს მიმართავს.
"საკრებულოს დატოვებით, ქართულ პოლიტიკას, როგორც მონაწილე, სამუდამოდ დავემშვიდობები. ვერასოდეს, ვერავინ მე ვერც ერთ პარტიაში ვეღარ მნახავს", - განუცხადა გრიგოლიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.
ინგა გრიგოლიამ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქდმ-ის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურა მოხსნა. ის ჟურნალისტიკაში აპირებს დაბრუნებას.