საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრი დეპუტატი პეტრე მამრაძე გაზეთ "ქრონიკისასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ სააკაშვილი არის საშინელ დეპრესიაში. მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ მას უცხოელებმა უამბეს.
"გეტყვით უცხოელების მონათხრობს - სააკაშვილი არის საშინელ დეპრესიაში, არის
არაკონტაქტური და ნერვიულად სულ ერთსა და იმავეს იმეორებს: `რუსეთმა მოახერხა და როგორც უკრაინაში მოიყვანა ტიმოშჩენკოს ნაცვლად იანუკოვიჩი, სწორედ ის განახორციელა საქართველოში... მე ვარ იულია ტიმოშჩენკო!.. აი, ასეთი სიტუაციაა', - აცხადსებს მამრაძე და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი უმძიმეს სიტუაციაშია და უმძიმეს სიტუაციაშია მის მიერ შექმნილი და ჩამოყალიბებული ავტორიტარული კლეპტოკრატია.
ამავე ინტერვიუში მამრაძე გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე დარჩეს.
"გამოვრიცხავ, რომ ის აქ დარჩეს!.. უცხოელებმა მითხრეს, _ მიშა არის სრულ დეპრესიაში და მზად არის, რომ დაიჭერენო", - ამბობს მამრაძე.