დღეს, 8 ოქტომბერს, მოქმედ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრა გაიმართება.
წინა შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შიქმნება ტრაზიციის ჯგუფები, რომლებიც რეეიდან სამინისტროებში გადანაწილდებიან.
შეხვედრა მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნავენ, რომ მთავრობის გადაცემა მშვიდობიანად უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ კანცელარიაში გამართულ შეხვედარს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი ესწრებოდნენ, ხოლო ,,ქართული ოცნების" მხრიდან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.