ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა რამდენიმე მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატთა ვინაობა.
შს მინისტრის პოსტზე წარგდენილი იქნება ირაკლი ღარიბაშილი; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ხვალ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრთა კანდიდატებს დაასახელებს.