საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ შეეცდება ხელისუფლება ერთმანდატიანების (მაჟორიტარები. რედ) მეშვეობით შეინარჩუნოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
"სააკაშვილი ხელისუფლებას ჩაებღაუჭება. მე ვფიქრობ, რომ იგი შეეცდება წაგებულის გამარჯვებად ქცევას ერთმანდატიან ოლქებში", - განაცხადა პუტინმა" ენ-ტე-ვეს" პროგრამაში "ცენტრალური ტელევიზია".
იგი ასევე შეეხო მიხეილ ხოდორკოვსკის შეწყალების თემას და აღნიშნა, რომ თუ მასთან ასეთი განცხადება შევა მზადაა ის დადგენილი ნორმების მიხედვით განიხილოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტს 60 წელი შეუსრულდა.