ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, კონსულტაციები განახლდა.
,,ქართული ოცნების" ლიდერთან ამ დროისთვის კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი და ექსპერტი გია ხუხაშვილი იმყოფებიან.
როგორც ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა განცხადა დღის ბოლომდე მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშრებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
,,მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით დღის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ხალი შემადგენლობას ორშაბათს დაასახელებს.