ხვალ, 8 ოქტომბერს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის რამდნიმე უბანს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს, კრწანისისა და გლდანის რაიონების ნაწილს.
10-დან 17 საათამდე ნაძალადევის შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის, სიხარულიძის, თიანეთის, გარიყულის (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10-დან 17 საათამდე ვაკის და საბურთალოს რაიონებში: ალ. ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას, ჟღენტის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10-დან 16 საათამდე კრწანისის რაიონში შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, ცინცაძის, ყავლაშვილის, ოქრომჭედლების, ვერცხლის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
11-დან 16 საათამდე გლდანის რაიონში შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავას, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება