კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. წუხელ გვიან ღამით სოფელ ტიბაანში "ჟიგულის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა .
ავტომანქანაში მყოფი მგზავრი მრავლობითი მოტეხილობებით სიღნაღის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.