თბილისში სოკოთი მოწამვლის შედეგად ერისთავის კლინიკაში ოთხი პაციენტი მოთავსეს. ოთხივე მათგანი ერთი ოჯახიდანაა. დაშავებულების სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გვიან ღამით საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
დაშავებულებს საავადმყოფოში შესაბამისის მკურნალობა უკვე ჩაუტარდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.