სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 20 წლის გიორგი ნანობაშვილმა სოფლის ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია. ახალგაზრდა შენობაში შეჭრას ცდილობდა, როდესაც დამსხვრეულ შუშებზე ვენები გადაეჭრა. ინციდენტი წუხელ მოხდა. გიორგი ნანობაშვილი "ქართული ოცნების" აქტივისტია, თუმცა თანასოფლელები შემობაში შეჭრის მცდელობას მის ხასიათს უკავშირებენ და არა პოლიტიკურ მოტივაციას.
ნანობაშვილი საავადმყოფოში მოათავსეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება ადმინისტრაციული შენობის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.