საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პრეზიდენტის სასახლეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომავალ საპარლამენტო ფრაქციას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ვითარება და ჩატარებული არჩევნები იყო. პრეზიდენტთან შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სამომავალო გეგმებიც დასახეს.