კოალიცია "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშილთან მომავალი კაბინეტის შემადგენლობაზე კონსულტაციებს ხვალ დაასრულებს. როგორც ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასნიამ განაცხადა, დღესაც კონსულტაციები შედგა მომავალი კაბინეტის შემადგენლობაზე.
"პრაქტიკულად, ხვალ დასრულებული იქნება ეს კონსულტაციები. ორშაბათს მომავლი პრემიერი-მინისტრი თავად წარმოადგენს მისი კაბინეტის შემადგენლობას", - განაცხადა ალასანიამ.