"საქართველოს მომავალს ოკეანის მიღმა ვერ ვხედავ",_ აცხადებს ჩეჩნეთის მეთური რამზან კადიროვი რუსულ მედიასთან საუბარში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას.
კადიროვი დადებითად აფასებს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას და აცხადებს, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან კავშირების განვითარების საკითხში ერთგვარი ნათელი წერტილი გაჩნდა.
მისივე თქმით, ჩეჩეთიდან საქართველომდე ერთი საათის გზაა და ამ მიმართულების გახსნა ეკონომიკურად ძალიან მომგებიანი იქნება. თუმცა ასეთი რაც შეუძლებელი იქნებოდა ვიდრე მეზობელ სახელმწიფოში სააკაშვილი იქნებოდა.
"ჩვენთან უყვართ ქართული ცეკვები და სიმღერები, ჩვენ ჩამოვალთ საქართველოში საკონცერტო პროგრამით, სპორტული პროგრამით, მანდარინებზე, ფორთოხალზე და ვიცხოვრებთ კარგად", _ აცხადებს კადიროვი და ხუმრობით ამბობს: "სააკაშვილს გავაგზავნით სადღაც ოკეანის იქით სასწავლებლად, ჩვენ კი კარგად ვიცხოვრებთ".