ცნობილი რუსი ექსპერტი კონსტანტინე ბოროვოი აცხადებს, რომ ის არ არის მომხრე იმ აზრისა, რომ საქართველოში ჩაატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს პუტინის მიერ ხელდასხმულებმა ან კანონიერმა ქურდებმა გაიმარჯვეს. იგი ასევე წერს თავის ბლოგში, რომ რაც მალე მიხვდებიან ივანიშვილი და სააკაშვილი თანამშრომლობის აუცილებლობას - მით უკეთესი იქნება საქართველოსათვის.
"ბორის გრიგორის ძე ივანიშვილმა ოპოზიციის ყველა შესაძლო ძალის კონსოლიდირება მოახდინა გამარჯვებისათვის. იქ არის ბევრი ის ადამიანი ვინც რეფორმების წინააღმდეგია ან მათგან დაზარალებული, დასავლეთისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგე. ბევრია მეწარმე და ისეთის ვინც მოქმედმა ხელისუფლებამ "ახლო წრეში" არ შეუშვა", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშმავს, რომ "ჩემი საქართველოში ვიზიტის დროს მე გამოვთქვამდი გაკვირვებას სააკაშვილის გარემოცვის წევრებთან იმაზე, რომ ისინი დამოუკიდებელ მეწარმეებს, მათ შორის ივანიშვილს არ ენდობიან. მაკვირვებდა ასევე კახა ბენდუქიძის ერთგვარი ჩამოცილება. გასაგებად ეს სიტუაცია მაინც არც არავინ არ ამიხსნა".
მისივე თქმით, საქართველოში სხვა და სხვა შეხედულებებისა და მიზნების მქონე პოლიტიკურმა ჯგუფებმა გაიმარჯვეს.
"მე არ ვარ მომხრე იმ აზრისა, რომ საქართველოში ჩაატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს პუტინის მიერ ხელდასხმულებმა ან კანონიერმა ქურდებმა გაიმარჯვეს, უფრო სწორედ - ისინი გამარჯვებულთა შორის უმრავლესობაში არ არიან.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში შესაძლებელი და აუცილებელი იქნება რეფორმისტების თანამშრომლობა სააკაშვილისა და ივანიშვილის ბლოკებიდან და რაც მალე მიხვდებიან ამას მით უფრო კარგი საქართველოსათვის", _ წერს ბოროვოი.