საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №921 გადაწყვეტილებით, საქართველოს საელჩოს მექსიკის შეერთებულ შტატებში "დაფარვის" არეალი უფართოვდება.
ბრძანებულებულებით, ამიერიდან საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია კუბის რესპუბლიკაში, დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამისა და კოსტა-რიკის რესპუბლიკებში.
აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მექსიკის შეერთებულ შტატებში, მალხაზ მიქელაძე აკრედიტებული იყო კუბის რესპუბლიკაში, დომინიკის თანამეგობრობაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკასა და პანამის რესპუბლიკაში