"მე ასეთი სახელი არც კი გამიგონია, რა უნდა დაემონტაჟებინათ მათ იქ გაუგებარია", _ ასეთი კომენტარი გააკეთა ოპოზიციური მემარცხენე ფრონტის ლიდრემა სერგეი ოდალცოვმა გუშინ ტელეკომპანია "ენ-ტე-ვეს" ეთეტში ნაჩვენები ფილმის კომენტირებისას, რომლის კადრებშიც ასახულია მისი და ქართველი დეპუტატის გივი თარგამაძის შეხვედრა, თითქოს რუსეთში, რევოლუციის მომზადების საკითხზე.
უდალცოვი ასევე აცხადებს, რომ ადამიანს, რომლის სახელი და გვარი გივი თარგამაძეა იგი არასოდეს შეხვედრია.
"ენ-ტე-ვე"-ს მარტიდან არ ვუყურებ და არც ვაპირებ მის ყურებას. მოკლედ ვიტყვი: ეს ყველაფერი ნაბოდვარია და სისულელეა. ჩვენ სპეცსამსახურების ზედამხედველობის ქვეშ ვიმყოფებით, ისინი ატარებენ ჩხრეკებს და რაღაც ფაქტებს ეძებენ, რამე რომ მართლა არსებობდეს ისინი ამას უკვე კარგა ხნის წინ გახდიდნენ საჯაროს.
ჩვენი სტრატეგია - მშვიდობიანი პროტესტია, არავითარი ძალადობრივი აქცია. გულწრფელად გეტყვით - საზღვარგარეთ ცხოვრებაში არც ერთხელ არ ვყოფილვარ. ყველა ნორმალურ ადამიანს მოვუწოდებ ყველაფერ ამას არა თუ ნუ განიხილავენ, არამედ ნურც უყურებენ. ჩვენი იურისტები ამას ყველაფერს უყურებენ და თუ რამე იპოვეს, რა თქმა უნდა, სასამართლოში ვიჩივლებთ", _ აცხადებს უდალცოვი.