2012 წლის 5 ოქტომბერს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია მარნეულში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა და ახსნა-განმარტებები ჩამოართვა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა დეკანოიძეს და გამგეობის თანამშრომელს, მერაბ სიხარულიძეს. მათი განმარტებით, 2012 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, მარნეულის გამგეობის შენობასთან შეიკრიბა კოალიცია „ქართული ოცნების" რამდენიმე ათეული აქტივისტი. ჩვენს ხელთ არსებული ახსნა-განმარტებების თანახმად, ისინი გამგეობის თანამშრომლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და სთხოვდნენ შენობის დატოვებას", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით,ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამგებელს ზაზა დეკანოიძეს და გამგეობის თანამშრომელს მერაბ სიხარულიძეს, რის შემდეგაც ისინი გადაყვანილ იქნენ მარნეულის საავადმყოფოში. სამედიცინო ჩანაწერების თანახმად, ორივე მათგანს აქვს ქალა-ტვინის დახურული ტრამვა.
"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს, მიიღოს ეფექტური ზომები ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.