რუსული მედიის ინფორმაციით, ტელეკომპანია "ენ-ტე-ვე"-მ "მრავალრიცხოვან მაყურებელთან თხოვნით" ფილმ "პროტესტის ანატომიის" გაგრძელება გაუშვა ეთერში, რომლიც რუსეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერებს ეძღვნება. კერძოდ, "პროტესტის ანატომიის" მეორე ნაწილი ოპოზიციური "მემარცხენე ფრონტის" ლიდერს სერგეი უდალცოვს ეძღვნება: პროგრამაში იგი დადანაშაულებულია დაფინანსებისა და ინსტრუქციების მიღებაში ქართველი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის მხრიდან, რევოლუციის მომზადების საკითხში.
ფირი მორიგი "მილიონიანი მარშის" კადრებით იწყება, რომელიც მოსკოვში მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გაიმართა. ამის შემდეგ უკვე ნაჩვენებია სერგეი უდალცოვისა და მისი მომხრეების კონსტანტინე ლებედევის, იური აიმოლედინოვისა და ლეონიდ რაზვოჟაევის საუბარი ქართველ დეპუტატთან გივი თარგამაძესთან, მიხეილ სააკაშვილის ახლო თანამებრძოლთან. თარგამაძეს "ენ-ტე-ვე" ახასითებს ადამიანს, რომელსაც აქვს "რეალური გამოცდილება გადატრიალების მოწყობისა" საქართველოსა და უკრაინაში. ასევე ნახსენებია მისი შესაძლო ორგანიზატორობა ბელორუსში მასობრივ არეულობებში 2-10 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
ტელეკომპანიის მონაცემებით ეს საუბარი ზაფხულის დასაწყისში გაიმართა, თავდაპირველად საუბარი ფინანსებს ეხება. თარგამაძე აცხადებს, რომ მას აქვს "მოსკოვის ბანკის" ყოფილი პრეზიდენტის ალექსეი ბოროდინის მხარდაჭერა, რომელიც ამჟამად ლონდონში იმალება.
თარგამაძე ფილმში რუსეთში გადატრიალებას 200 მილიონ დოლარად აფასებს - ჰყვება კადრსმიღმა ხმა და აღნიშნავს, რომ ბოროდინმა ამ თანხის შოვნის პირობა დადო.
რუსული მედიის ინფორმაციით, ფილმში თარგამაძეს არც ჩრდილოეთ კავკასიის თემისათვის აუვლიას გვერდი. იგი საუბრობს თავის კავშირებზე ვიღაც ჩეჩნებთან, რომლებთანაც ერთად "კარგი პროვოკაციის" მოწყობა შეიძლება. ფილმის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ უდალცოვი თარგამაძისაგან ყოველთვიურად 35 ათას დოლარს იღებს.
საუბარში "მემარცხენე ფრონტის" აქტივისტები ოპოზიციური აქტიურობის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. კერძოდ, თარგამაძე კალინინგრადისა და ვლადივოსტოკის ხელში ჩაგდების ავატიურულ გეგმაზე საუბრობს, იმისათვის რათა ხელისუფლება ერთდროულად ორივე ფრონტის საომარ მდგომარეობაში ჩადგეს.