ჟურნალისტ ეკა ხოფერიას გადაცემა "აუდიტორია" დაუხურეს.
"დღეს, ჯერ კიდევ შუადღისას, მთხოვეს, გადაცემა რაც შეიძლება მალე გასულიყო ეთერში. მე მხოლოდ ორი თხოვნა მქონდა: ეს ყოფილიყო ღია ეთერი და სრული თავისუფლება თემების შერჩევისას. ცხადია, "აუდიტორია" შეინარჩუნებდა ფორმატს - საზოგადოებრივ-სოციალურ თოქშოუს და არ იქნებოდა პოლიტიკური. ამ საუბრიდან ზუსტად 3 საათში ჭანტურია შემხვდა და მითხრა, რომ "აუდიტორიას" აჩერებს და რომ არ უნდა მიტინგები ტელევიზიის კიბეებთან", _წერს ხოფერია "ფეისბუკის" გვერდზე.