ანიჩისხატი ეროვნული მუზეუმიდან, შესაძლოა, ტაძარში გადააბრძანონ. ანჩისხატის მომავალი ადგილსამყოფელის შესახებ დღეს კითხვა ბიზნესმენებმა ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დაუსვეს.
"რიკო კრედიტის" წარმომადგენელმა აღნიშნული შესახებ კითხვა ბიძინა ივანიშვილს დაუსვა და შეახსენა მამა გაბრიელის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ "საქართველო მაშინ გაბრწინდება, როდესაც ანჩისხატი ტაძარს დაუბრუნდება".
კოალიციის ლიდერმა განმარტა, რომ საქმეში ჩახედული არ არის, თუმცა დასძინა: "არა მგონია, მუზეუმებში უფრო მეტი ხალხი დადიოდეს, ვიდრე ტაძრებში".