თბილისის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ქალაქის ყველა რაიონში გზების რეაბილიტაცია ორი წლის განმავლობაში დასრულდება, რაც მოსახლეობის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს. წავკისში, რუსთაველის ქუჩაზე 2 000 კვ.მეტრ ფართობზე კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი და კეთდება ბეტონის ბორდიურები. წავკისში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. გიგი უგულავა ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ ქალაქში დაგაგემილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.