კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს პირობა მისცა რომ ხელისუფლება ბიზნესსაქმიანობაში არ ჩაეერევა. "ქორთიარდ მარიოტში" ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ივანისვილმა განაცხადა, რომ იმისათვის რომ ბიზნესს სამართლიანობის განცდა გაუჩნდეს, ამოქმედდება საარბიტრაჟო სასამართლო .
"პოლიცია ჩადგება ქვეყნის სამსახურში და ბიზნესის საქმიანობაში ხელისუფლება აღარ ჩაერევა. მე პირობას ვდებ რომ მთავრობის წევრები ვინმეს საქმიანობაში აღარ ჩაერევიან და ვეღარ გაბედავენ მესაკუთრეების დაშანტაჟებას და ბიზნესის წილებში ჩაჯდომას", - განაცხადა ივანიშვილმა.
შგახსენებთ, რომ "ქორთიარდ მარიოტში", კოალიციის ლიდერთან შეხვედრაზე, დაახლოებით 250 ბიზნესმენია შეკრებილი. ბიზნესმენები აცხადებენ, რომ აქამდე თავდაცვის პოზიციაში ყოფნა უხდებოდათ და იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში პროცესები ბიზნესისთვის სასარგებლოდ განვითარდება.