უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ,,ქართული ოცნების" მხრიდან მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ საუბრობს. როგორც ჟურნალისტებთან კუბლაშვილმა განაცხადა მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.
,,ბოლო დროს გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ხშირად ისმის მუქარა სასამართლო სისტემის მიმართ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია", _ განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე განცხადებით, ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურმა წარმომადგენელმა მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის შესახებ კანონი დაარღვია.
"დღეს დილით ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურმა წარმომადგენელმა დაარღვია კანონი მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის შესახებ. იგი მოსამართლესთან სახლში მივიდა და კონკრეტულ საარჩევნო დავაზე ესაუბრა. ამასათნ დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ და კონკრეტული ადამიანი მიიღებს ფინანსურ ჯარიმას, რაც კანონითაა გათვალისწინებული", _ განაცხადა კუბლაშვილმა.