მოქმედ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და "ქართული ოცნების" მორიგი შეხვედრა 8 ოქტომბერს გაიმართება. დღევანდელ შეხვედრას, მხარეები პოზიტიურად აფსებენ და აღნიშნავენ, რომ მთავრობის გადაცემა მშვიდობიანად უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ კანცელარიაში გამართულ შეხვედარს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი ესწრებოდნენ, ხოლო ,,ქართული ოცნების" მხრიდან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.