სარემონტო სამუშაოს გამო, დღეს, 5 ოქტომბერს, 10 საათიდან 16 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას I და II კვარტლების, ნუცუბიძის, გურიელის და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ქინძმარაულის, მუხაძის, ახვლედიანის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქვესადგურში "ვარკეთილი" სარემონტო სამუშაოს გამო, 11 საათიდან 13 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ნავთლუღის დასახლების, ქობულაძის და ჩოჩუას ქუჩების მცხოვრებლებს. ელექტროენერგიის მიწოდება აგრეთვე შეეზღუდება "თბილისის წყლის" სატუმბო სადგუტს და #78 ატეესს.
დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ამ ორგანიზაციებს კომპანია "თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება დოლაბაურის, პატარძეულის, მანავის და ჩოლოყაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ლომინაძის და ჟორდანიას ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება