ბელარუსის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასაც" რომ გაემარჯვა, მიხეილ სააკაშვილი დსთ-ში შესვლის მომხრე იქნებოდა.
"დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიასაც რომ გაემარჯვა, სააკაშვილიც კი ერთი წლის მერე დსთ-ის წევრი იქნებოდა", - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ და დასძინა, რომ "ამ მიმართულებით ბელარუსი ინტენსიურად იმუშავებს.
"ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველო", - აცხადებს იგი.
ლუკაშენკო, რომელიც საქართველოს დსთ-ში დაბრუნების ინიციატივით გამოდის, აცხადებს, რომ დსთ-ის მორიგი სამიტი 2013 წელს მინსკში გაიმართება, სადაც პირადად ის აღნიშნული საკითხის ინიცირებას მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ პროტესტის ნიშნად დსთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.