"თავისუფალ სტუდენტთა კავშირი" განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველა ახალგაზრდას შეუერთდეს ზუგდიდელების პროტესტს
"„თავისუფალ სტუდენტთა კავშირი" საქართველოში საარჩევნო კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე პროცესებში. მიუხედავად ქართველი ხალხის მკაფიოდ გამოხატული ნების, რამდენიმე მნიშვნელოვან საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევებით. ამ მხრივ განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში და მთლიანად სამეგრელოში, სადაც ახალაიების კლანი აგრძელებს თავის კრიმინალურ საქმიანობას. მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას ხმა აიმაღლოს უკანონობის წინააღმდეგ და შეუერთდეს ზუგდიდელების სამართლაინ პროტესტს", - ნათქვამია სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარის ნიკოლოზ მეტრეველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.